სერბეთში მიმდინარე რეფერენდუმი, კოსოვოსა და სერბეთს შორის უთანხმოების საგანია. კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სერბებს პირდაპირი წესით ხმის მიცემა სურთ, თუმცა ბელგრადიდან მათთვის გაგზავნილი ბიულეტინები საზღვარზე გააჩერეს. ბიულეტინებით სავსე 2 სატვირთო ავტომობილი მძღოლებს პოლიციამ ჩამოართვა.
კოსოვოში განმარტეს, რომ მათი კანონმდებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს.
კოსოვო ეთნიკურ სერბებს სთავაზობს რეფერენდუმში მონაწილეობა მეილის გამოყენებით, ონლაინ ან სამეკავშირეო ოფისის მეშვეობით მიიღონ. რეფერენდუმით სერბები საარჩევნო რეფორმის საკითხს უყრიან კენჭს.