28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ადგილზე ხმაურია

ტრაგედია მოხდა თბილისში ზღვის უბანში - სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა. ადგილზე ხმაურია. სანატორიუმში მცხოვრები დევნილები პოლიციას გარდაცვლილის ცხედარს არ ატანენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ბოლო დღეები ძალიან გაღიზიანებული იყო.

"ზოგადად გაღიზიანებული იყო, ყველას ეჩხუბებოდა - მეზობელიც არ დაინდო, მეგობარიც... ჩვეულებრივი ადეკვატური იყო მანამდე, არაადეკატური ნამდვილად არ ყოფილა," - აცხადებს ერთ-ერთი ადილობრივი.

თვითმკვლელობას წინ უძღვოდა კონფლიქტი მეზობელთან და ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.

აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ბოლო პერიოდში ხშირად მართავდნენ საპროტესტო აქციებს, რათა ავარიული შენობის სანაცვლოდ, სხვა საცხოვრებელი ფართი მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ მათ ბინების დაქირავების შემთხვევაში სამინისტროსგან დაფინანსების შეთავაზება მიღებული ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და პირადად გაეცნო მათ პრობლემებს.

რაც შეეხება მოგვარების გზებს, დევნილებმა მიიღეს პირობა, რომ ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სახელმწიფო ოჯახებს ქირით გადასვლას სთავაზობს.

დღის ამბები