ხანძარი ხელვაჩაურში - ცეცხლი ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიან შენობაში ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილობრივების თქმით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.