28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ომიკრონი არ იქნება არანაირად დასასრული, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები და მოხდება მათი გავრცელება - დევი ტაბიძე

ეპიდვითარება საქართველოში - ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა ჰოსპიტალურ სექტორზე. პროგნოზები არადამაიმედებელია.

სპეციალისტები "ომიკრონის" ტალღის შეჩერების მხოლოდ 2 შესაძლო გზაზე საუბრობენ, მთავარი მოწოდება ისევ ვაქცინაცია და რეკომენდაციების მკაცრად დაცვაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ომიკრონის შტამით პანდემია არ დასრულდება, არამედ პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები.

"ომიკრონი არ იქნება არანაირად დასასრული, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები, კიდევ მოხდება მათი გავრცელება და მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მომზადებული და დავხვდეთ ყველა ახალ ვარიანტს და მუტაციას მომზადებული - ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ. ძალიან მძიმედ განვითარდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მოიცავს მთელს მოსახლეობას. ყველამ უნდა გადაიტანოს ეს ომიკრონი - ასეთია ე.წ. თამაშის ახალი წესებიდან გამომდინარე ახალი მესიჯი ამ ვირუსთან მიმართებაში," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი აცხადებს, რომ პიკურ სიტუაციაში ქვეყანა თებერვლის თვის დასაწყისში შევა.

"ჩვენ ალბათ პიკური სიტუაცია გვექნება უფრო იანვრის ბოლოსკენ თებერვლის დასაწყისში. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის დაახლოებით ნახევარი, ქვეყანას შეუძლია მობილიზება. განსაკუთრებით ინტენსიური მობილიზება არის პირველადი რგოლის და ონლაინკლინიკების თვალსაზრისით. 2000-მდე ექიმი მთლიანად საქართველოს მასშტაბით იქნება ჩართული ამ პროცესში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამბულატორიულ სექტორზე მოვა უფრო მეტი დატვირთვა, ადამიანებს სჭირდებათ კომუნიკაცია ექიმთან, ხშირად ამას არამარტო სამედიცინო, არამედ ფსიქოლოგიური დამშვიდების ფუნქცია აქვს. ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რათა ეს საკითხები მაქსიმალური ხელმისაწვდომობის კუთხით იყოს ხელმისაწვდომი," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები