28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
სახელმწიფო უწყებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გამოფენილი ეროვნული სიმბოლო - როგორ აღნიშნა ქვეყანამ ხუთჯვრიანი დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ეროვნული სიმბოლო - ხუთჯვრიანი დროშა ყოველ 14 იანვარს სახელმწიფო უწყებების შენობებზე საზეიმოდ აღიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა.

ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა კი სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 

თბილისში, დროშები გადმოიფინა საკრებულოს შენობის აივნებიდანაც. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას დროშები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.

საქართველოს დროშის დღე მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.

პარლამენტშიც გაიმართა ქართული დროშის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია. დროშის დღე მოქალაქეებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს.

სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტორშიც. უწყების სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს დროშები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე და მუნიციპალიტეტებშიც გამოფინეს.

დროშის დღე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ცენტრალურ ქუჩებში დროშების გამოფენით აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე უკვე 11 წელია აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან ზეიმობს.

 

დღის ამბები