28 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა - ვინ დაუჭერს მხარს წარდგენილ კანდიდატებს

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი, - დაუჭერს, თუ არა მხარს წარდგენილ კანდიდატებს.

"უბრალოდ აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ ბატონ კალანდარიშვილს. არგუმენტი რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი მას არ გვაქვს, მაგრამ დავუჭერთ თუ არა, ჩამოვყალიბდებით მაგაზე. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ცესკო არჩევნების დღეს ძალიან ორგანიზებულად და ეფექტურად მუშაობდა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო პროცედურების დაწყებამდე აცხადებს, რომ პროცესს მხარს არ დაუჭერს, რადგან მსურველთა ნაწილი პოლიტიკურად მართული პერსონაა. 

"აირჩევენ მხოლოდ იმ ხალს, რომლებიც გადამოწმებულები არიან, აქვთ ნდობა "ქართული ოცნების" და ნაკლები ნდობა არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში. ჩვენ ამჯერადაც ვერ დავუჭერთ მხარს გიორგი კალანდარიშვილს, რადგან მასთან მთელი რიგი კითხვის ნიშნები არსებობს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.  

 

დღის ამბები