28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინა

გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინა, კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა საქართველოზე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსმენები მიმდინარე წელს  ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

"მომხსენებლებმა წარმოადგინეს ძალიან ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოზე სხვადასხვა ხასიათის საფრთხეებზე და გამოწვევებზე, როგორც სამხედრო საფრთხეებზე, ისე არასამხედრო ხასიათის საფრთხეებზე, მათ სხვადასხვა გამოვლინებებზე. ჩვენ გვქონდა კითხვები, მივიღეთ ძალიან კვალიფიციური, ამომწურავი პასუხები ორივე მომხსენებლის მხრიდან, როგორც დაზვერვის სამსახურის მხრიდან, ისე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან. აღნიშნული პრაქტიკა შესაბამისი უწყებების მოსმენის, თავდაცვის უშიშროების კომიტეტში მიმდინარე წელს გაგრძელდება ინტენსიურად,"- აცხადებს ირაკლი ბერაია.

 

დღის ამბები