28 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
თბილისის "საახალწლო სოფელი" დღეს "დედა ენის" ბაღში გრანდიოზული კონცერტით დაიხურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, "საახალწლო სოფელი" გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.

უწყების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილე შემსრულებლები - მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, "ქუჩის ბიჭები", ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა.

"ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი "შავნაბადა" და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

ღონისძიების წამყვანები ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და "საახალწლო სოფლის" სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

მომღერლები და რეპერტუარი:

1. მრავალჟამიერი - „შავნაბადა“
2. აფხაზური - The Quintessence, „შავნაბადა“
3. ოსური - The Quintessence, გიორგი სუხიტაშვილი
4. Operator – The Quintessence
5. აიარა - გიორგი სუხიტაშვილი
6. თოლიები - სოფო ხალვაში
7. Chain reaction - სოფო ხალვაში
8. ფიფქებო - ოთო ნემსაძე
9. იები - ოთო ნემსაძე, The Quintessence
10. Can’t buy me now - მაია ბარათაშვილი
11. Route 66 - მაია ბარათაშვილი
12. დიპლიპიტო - ნუკრი კაპანაძე, The Quintessence
13. დაბრუნება - „ქუჩის ბიჭები“
14. შენთან ვიქნები - „ქუჩის ბიჭები“
15. I wish - ეკა დოლიძე
16. Only thing is missing - ეკა დოლიძე
17. დიდხანს გელოდი - დათო ფორჩხიძე
18. თოვლი მოსულა - დათო ფორჩხიძე,"- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

დღის ამბები