28 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო ნიმუშს აღარ შეისწავლის - სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ინფიცირებულებიდან 60% ახალი შტამი იქნება

ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას აღარ გამოიკვლევს. PCR ნიმუშების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ უკვე 60%-ს გასცდა. კვლევითმა ცენტრმა ყველა ლაბორატორიას ახალი პროტოკოლი გაუგზავნა.

გაზრდილმა ლაბორატორიულმა შემთხვევებმა ვირუსი გავრცელების მასშტაბებიც გაზარდა. თუ გუშინ ქვეყანაში ახალი შტამი 45% -ით ცირკულირებდა, ამ მაჩვენებელმა უკვე 60%-ს მიაღწია. შემთხვევების უმეტესობა თბილისზე, შემდეგ - იმერეთსა და აჭარაზე მოდის.

უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, როდის მოხდა ვირუსის გადატანა - რეინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. "ომიკრონმა" ვირუსის მართვის აქამდე არსებული პროტოკოლი მთლიანად შეცვლა და დაარღვია. მკვლევარებმა ჯერ მხოლოდ 800-მდე ნიმუში შეისწავლეს და 16% -ს განმეორებით ომიკრონი გამოუვლინდა.

ექიმები ახლა განსაკუთრებულ მობილიზებაზე საუბრობენ. მხოლოდ ბოლო სამ დღის სტატისტიკა 6 ათასზეა ასული გამოვლენილი. პაციენტების უმეტესობა ბინაზე გადის მკურნალობას. 

პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი პროტოკოლი შეიმუშავა, იზოლაციისა და კარანტინის ვადებს გადახედა და შეამცირა. დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა. დეტალები რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და ძალაშიც შევა.

დღის ამბები