ჟიგიმანტას პავილიონისმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავად პავილიონისი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი პარტიის "ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნით მიიღო.
"მე ვტოვებ ჩემს პოსტს, რადგან პოლიტიკა გუნდური მუშაობაა და ზოგჯერ ერთი მიზნისთვის უკან უნდა დაიხიო" - განაცხადა პავილიონისმა.