28 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ხვალ მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს, შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე - მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს ციხიდან - ამჯერად ის ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.როგორც მე-3 პრეზიდენტი ამბობს, რეჟიმმა ვერ გაბედა არარსებულს საქმეზე  აღნიშნული პირების დაკავება. 

ექსპრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოტივს და მომავალ სასამართლო სხდომაზე შეხვედრაა დაანონსა

"ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელებს" და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე,"-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

დღის ამბები