28 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი იყო სატელეფონო საუბრის მთავარი თემა საგარეო საქმეთა მინისტრს და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის. სატელეფონო საუბარი დავით ზალკალიანსა და მირჩა ჯოანასს შორის დღეს შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, გენერალური მდივნის მოადგილის მიერ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.ლ “უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის NATO-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან.

მისი თქმით, დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები. დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები.

დღის ამბები