28 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას საქმე - აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ნაფიცმსაჯულებზე უარი თქვეს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მომდევნო პროცესი 18 იანვარს ჩაინიშნა.

აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ნაფიცმსაჯულებზე უარი თქვეს - შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე გამოიტანს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.

"იქ არის საზოგადოებრივი აზრი, ტრაგედია, მძაფრი მდგომარეობა. სავარაუდოდ, მართლსაჯულების წარმომადგენლებიც შეიძლება უყურებენ ამას და პლუს ამას, აქვს უფლება, წმინდა იურიდიული, კლასიკური კუთხით მოხდეს განხილვა. მეტწილად, არჩეული იქნა ის, რომ უარი უთხრა სასამართლოს ნაფიცმსაჯულთა სისტემის არჩევაზე. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, იქ ვერ დაეთანხმებოდით მოსამართლის განმარტებას, იქ იყო დარღვეული მუხლები," - ამბობს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი

დღის ამბები