28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ყაზახეთიდან საქართველოში დღეს საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება

ყაზახეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი დაეშვა. ბორტზე  12 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც 12 საქართველოს მოქალაქეა.

ეს არის პირველი რეისი, რომელიც ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავმა მგზავრები ქალაქ აქტაუდან ჩამოიყვანა. ცოტა ხნის წინ კი ამავე თვითმფრინავით, ყაზახეთის მიმართულებით  ის მგზავრები წაიყვანეს, რომლებსაც მოცდა რამდენიმე დღე მოუწიათ.

ასევე, დღეს 19:40 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ აქტაუდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

დღის ამბები