რამდენიმე თვის ბიჭი, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის წარმომადგენელთა ევაკუაციის დროს, მისივე სიცოცხლის გადასარჩენად ამერიკელ ჯარისკაცებს რკინის ღობიდან გადასცეს, ცოტა ხნის წინ საკუთარ ოჯახს დაუბრუნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ, ავღანეთიდან სასოწარკვეთილი მოქალაქეები გაქცევას დღემდე ცდილობენ.
2 თვის სოჰაილი კი ამერიკელ ჯარისკაცს რამდენიმე თვის წინ თავად მშობლებმა გადასცეს, რომ ქაბულის აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაეცვათ. თუმცა როგორც კი თავად ოჯახის წევრებმაც შიგნით შესვლა შეძლეს, ჩვილის ნახვა შეუძლებელი გახდა.
ჩვილის აქტიური, თუმცა უშედეგო ძებნის შემდეგ, მისი მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ის საელჩოს კარისკაცი იყო, ცოლთან და 4 დანარჩენ შვილთან ერთად ამერიკაში საევაკუაციო რეისით გაემგზავრა.
შესაბამისად, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იმყოფებოდა მათი მეხუთე, ყველაზე პატარა შვილი.
Reuters-ში გამოქვეყნებული სტატიის შედეგად, რომელიც პატარა საჰილის ოჯახის საძიებო ამბავი იყო აღწერდა, კვალი ნოემბრის თვეში 29 წლის ტაქსის მძღოლამდე მივიდა, რომელსაც ხამიდ საფი ქვია.
29 წლის მძღოლის განცხადებით, ჩვილი საჰილი აეროპორტში, მიწაზე დაწვენილი ნახა, ის მარტო იყო და ტიროდა. ამიტომ ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა და ერთობლივი ოჯახური ფოტო სოციალურ ქსელში, საფის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
ჩვილის დაბადების ადგილის იდენტიფიცირების შემდეგ კი, ქაბულში მისი ნამდვილი ბაბუა შვილიშვილის დასაბრუნებლად ავღანეთის ერთ-ერთი შორეული პროვინციიდან ჩავიდა. თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, ბატონმა საფიმ, რომელმაც ჩვილი შეიფარა, მის დასაბრუნებლად ულტიმატუმი წამოაყენა - ის ბავშვის დაბრუნების ნაცვლად საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.
თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ თალიბანის პოლიციამ ორ ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა შეძლო და ბავშვი ბაბუას გუშინ დაუბრუნდა.
აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა ბაბუასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოჩათის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შესაბამისი უწყებების დახმარებით მცირეწლოვანს მიჩიგანში გადაიყვანენ, სადაც ბავშვის ოჯახი უკვე დასახლდა.