28 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 5 ივლისის მოვლენებს ლაშქარავას გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს- გივი მიქანაძე

"ტვ პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენების დროს ჰომოფობიურმა და რადიკალურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე დღეში კი მისი ცხედარი დედამ გარდაცვლილი იპოვა. საკითხზე განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმაც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ადამიანური ტრაგედიაა. 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება პოლიტიკურმა პარტიებმა სპეკულირების საგნად აქციეს.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება იყო ადამიანური ტრაგედია. სამწუხაროა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ საკითხით სპეკულირებენ. ძალიან კორექტულად მოიქცა შსს და სამხარაულის ექსპერტიზა, რომელმაც დასკვნა არ გამოაქვეყნა. ექსპერტებს შორის იყო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ოჯახის მხრიდან იყო,"- აცხადებს ოდიშარია. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 5 ივლისის მოვლენებს ლაშქარავას გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. 

"ოფიციალურად გვაქვს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ "ტვ პირველი" და ლაშქარავას ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები, რომლის მიხედვითაც, დგინდება, რომ ლაშქარავას გარდაცვალებასთან 5 ივლისის მოვლენებს კავშირი არ აქვს, ოპოზიცია ცდილობს ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას,"-აცხადებს მიქანაძე. 

დღის ამბები