28 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

უწყება კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე. 

 

დღის ამბები