28 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ომიკრონს, პირველ დღეებში, სწრაფი ტესტი ვერ აფიქსირებს - ახალი კვლევა

ომიკრონის შემთხვევაში, სწრაფი ტესტი, რომლის ჩხირითად სინჯს ცხვირიდან იღებენ, ვირუსის დაწყებიდან პირველ დღეებში სანდრო არ არის, ამის შესახებ კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა.

როგორც "როიტერსი" წერს, ექიმი მაიკლ მინა განმარტავს, რომ ინფიცირებული, შესაძლოა, უკვე ავრცელებდეს ომიკრონს, როდესაც ვირუსი ყელსა და ნერწყვშია, თუმცა ამ პერიოდში კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყოს ცხვირში, ამიტომ სწრაფი ტესტის ჩხირი ვირუსს ვერ აფიქსირებს. 

კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ medRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ PCR ტესტმა ვირუსი 3 დღით ადრე აჩვენა, სწრაფმა ტესტებმა კი - მოგვიანებით. 

მაიკლ მინას განმარტებით, სწრაფი ტესტის ნეგატიურ პასუხს, უმეტესად, არ უნდა ვენდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დადებით შედეგს აჩვენებს, სანდოა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები