28 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ქრისტეს დაბადება კაცობრიობის ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შობას ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს.

“ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 
 
 
დღის ამბები