28 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ფრინველის გრიპი დიდ ბრიტანეთში ადამიანს დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში ფრინველის გრიპი ადამიანს დაუდასტურდა. მათი ინფორმაციით, პირს ჰქონდა ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველებთან, დაავადებული ადამიანისგან გრიპი არავის გადასდებია

"ადამიანი დაინფიცირდა დიდი რაოდენობით დაავადებულ ფრინველთან ძალიან ახლო, რეგულარული კონტაქტის დროს, ფრინველები მათ სახლში ჰყავდათ დიდი ხნის განმავლობაში. 

პაციენტის ყველა კონტაქტი მოძიებულია, არცერთი მათგანი ინფიცირებული არ არის. დაავადებული პირი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. რისკი, რომ ფრინველის გრიპი საზოგადოებაში გავრცელდეს, ძალიან დაბალია," - ნათქვამია UKHSA-ს განცხადებაში.

დღის ამბები