28 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
სამხრეთ აფრიკული შტამით "ომიკრონით" ინფიცირების მასიურ ზრდას საქართველოში 2 კვირაში ელოდებიან - როგორია მედიკოსების პროგნოზი

3 436 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვლილი და 1 805 გამოჯანმრთელებული - ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა.

წინა კვირასთან შედარებით ინფიცირებულების მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგების თქმით, მე-5 ტალღის პიკი ფაქტობრივად გადავლილია, თუმცა სპეციალისტები "ომიკრონის" შტამზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობენ.

სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების მასიურ ზრდას ქვეყანაში 2 კვირაში ელოდებიან.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე საწოლფონდის რაოდენობა საკმარისია და ჰოსპიტალური სექტორი ახალ "ომიკრონ" შტამს მომზადებული ხვდება. 

"მსოფლიო დღეს უმკლავდება "ომიკრონის“ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული იმ საწოლფონდის, რომელიც მობილიზებულია. თუმცა მზაობა კვლავაც მაქსიმალური რჩება, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ.

ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე,  დაწყებულია წახალისების  სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის. კლინიკები იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს სქემა ცნობილი გახდეს და მაქსიმალური გამოყენება მოახდინონ,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები