საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ქვეყანამ თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით, 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს.