28 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
სკანდალები სამეფო ოჯახში, პოპულარული სერიალების დაბრუნება, ალეკ ბოლდუინის ტრაგედია და დემნა გვასალიას მორიგი ტრიუმფი - 2021-ის ტოპ-მოვლენები

სკანდალები სამეფო ოჯახის ირგვლივ, პოპულარული სერიალების პერსონაჟების ხელახლა გაერთიანება, ალეკ ბოლდუინის ტრაგედია გადასაღებ მოედანზე, როდესაც შემთხვევით საკუთარი ოპერატორი მოკლა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მოვლენების, რაც 2021 წელს მოხდა.

წლის ყველა რეკორდის მოხსნა სამხრეთ კორეული სერიალის - "კალმარის თამაშის" გამოჩენამ. სერიალმა "ნეტფლიქსის" ყველაზე ყურებადი შოუს სტატუსი მოიპოვა.

წელს მსოფლიომ უკანასკნელ გზაზე გააცილა ფრანგი კინოვარსკვლავი ჟან პოლ ბელმონდო. გაერთიანებულმა სამეფომ კი პრინცი ფილიპი დაკარგა.

13 წლიანი ბრძოლის შემდეგ ფანებმა მამის მეურვეობისგან გაათავისუფლეს პოპ ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი. ყველა გააბედნიერა ჰოლივუდის ვარსკვლავების, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის შერიგებამ. წლის ყველაზე განხილვადი ადამიანი და არაერთი ჯილდოს მფლობელი კი ექსტრაორდინარული დიზაინერი და "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია გახდა.

წელს კოსმოსში პირველი ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც დედამიწის ორბიტა დატოვა, თანაც საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით. ჯეიმს ვების ტელესკოპი კი ყველაზე მძლავრი ობსერვატორიაა, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში ოდესმე გაგზავნილა. ამერიკის, ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივმა პროექტმა დედამიწა წარმატებით 25 დეკემბერს დატოვა.

დღის ამბები