ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულების რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში გასულ დღე-ღამეში ვირუსი 3 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა და 89 მოქალაქე გარდაიცვალა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა.
100 ათასს უახლოვდება ინფიცირების მაჩვენებელი რუსეთში, სადაც ვირუსს 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთში 30-მდე, აზერბაიჯანში კი 23-მდეა გაზრდილი.