30 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ით სიკვდილიანობის მონაცემი განაახლა - მაჩვენებელი 26 ათასს აჭარბებს

ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა და 1 მილიონი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის უახლესი მსოფლიო სტატისტიკა.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს ევროპის ქვეყნებში, თუმცა იკლებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.

COVID-19-ით სიკვდილიანობის მონაცემი განაახლა დიდმა ბრიტანეთმა. სტატისტიკას ჰოსპიტალის გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი დაემატა. შედეგად ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 26 ათასს აჭარბებს.

იმ ქვეყნებს, რომლებიც საკარანტინო ზომებს ამსუბუქებენ შვეიცარიაც შეუერთდა.

დღის ამბები