30 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარში - მოვაჭრეებს მუშაობის დაწყების საშუალება არ მიეცათ

დღეს ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეებმა მხოლოდ ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მუშაობის დაწყების საშუალება კვლავაც არ მიეცათ. მათი თქმით, პრემიერის დაპირება ოზურგეთში არ შესრულდა და ამდენი ხნით უმუშევრად ყოფნა მათ ოჯახებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამიტომ ვერ გაიხსნა.

"სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაგვავალა სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება: დახლების შეწევა, დისტანციისთვის საჭირო ადგილების მონიშვნა, თერმოსკრინინგის აპარატის შეძენა. ამ ყველაფრის შესრულება კი ჯერ ვერ შევძელით და ვფიქრობთ, მათ შესასრულებლად ეს კვირა მთლიანად დაგვჭირდება,"-განაცხადა ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორმა სოსო სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპის ფარგლებში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცათ.

დღის ამბები