30 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახალი დეკლარაცია მიიღო

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახალი დეკლარაცია მიიღო.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე კრიზისი და უპრეცედენტო გამოწვევაა.

სხდომის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე მინისტერიალი, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს სტრასბურგში უნდა გამართულიყო, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 4 ნოემბერს, ათენში გაიმართება.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში," რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.

"პირველი დოკუმენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ, არის დაკავშირებული კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ დეკლარაციაზე. ეს არის დეკლარაცია, სადაც წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს და ამ პრინციპების თავსებადობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ასევე იყო განხილული, დაკავშირებულია საქართველოსთან, კერძოდ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები