30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
არ შეიძლება ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" ბრძანება დასამტკიცებლად წარუდგინა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.

"მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და  მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი გვაჩვენა.

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა.

საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან.

ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობისა და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია.

ამიტომ მე მგონი, რომ არ შეიძლება, რომ ამ დროს, ექიმებისა და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება.

ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები