სისხლიანი გარჩევა და მსხვერპლი მულახის ბაზაზე - მოკლული მესაზღვრე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარის დეტალებს კი, სამართალდამცველები იკვლევენ.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა და ფაქტს სასაზღვრო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ. სავარაუდოდ, მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
კონფლიქტის დაწყებისას მესაზღვრეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შემდეგ მესაზღვრე მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.