30 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
აშშ-დან საქართველოში დღეს 79 მოზარდი დაბრუნდება - ხარჯებს ამერიკის და საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დღეს 79 მოზარდი დაბრუნდება. ფრენა შტატებიდან დოჰაში შედგება, შემდეგ კი, მგზავრებს თბილისში ჩამოიყვანენ. სპეცრეისი შტატების მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მგზავრობის პირველი ნაწილს სრულად აანაზღაურებს აშშ, ხოლო დოჰადან თბილისში მათ დაბრუნებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ ამავე რეისით საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსაც, სულ 35 ბავშვს.

პრემიერი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

დღის ამბები