30 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ქვეყანა ახალ ალგორითმზე გადადის - ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო სადიაგნოსტიკო წესები იცვლება

ქვეყანა ახალ ალგორითმზე გადადის - ჯანდაცვის სისტემა პაციენტებს  ახალი წესებით შეამოწმებს.ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, იცვლება სადიაგნოსტიკო წესები. ახალი პრინციპი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც დღემდე მოქმედებდა.

არსებული წესებით მხოლოდ იმ პირების ტესტირება ხდებოდა, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით, ან ცხელების გარეშე. პირს ასევე უნდა ჰქონოდა რისკის შემცველი ქცევა, მოგზაურობის ისტორია ან სარისკო კონტაქტები. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

მას შემდეგ კი, რაც ქვეყანა შეკავების ფაზიდან, შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, ახალი ალგორითმით ამ კატეგორიას დაემატებიან ის პირებიც, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ აქვთ რისკის შემცველი ქცევა. ასევე, ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ რისკის ფაქტორი არა.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში 4 ათასამდე სწრაფი ტესტი არის, თუმცა მის მასობრივ გამოყენებას არ ემხრობა. 

„შექმნილია სამი პაკეტი. პირველი პაკეტი ის არის, რაც აქამდე იყო, სიმპტომები პლუს მოგზაურობა, ან კონტაქტი პაციენტებთან. მეორე პაკეტი - რისკის ქცევები, მოგზაურობდა უცხოეთში, ან ყავდა სტუმარი, ან ჰქონდა კონტაქტი ავადმყოფთან, მაგრამ სიმპტომები არ აქვს. ეს არის მეორე პაკეტი ამ ალგორითმის. ესენიც ექვემდებარებიან გამოკვლევას და მესამე პაკეტი - პირიქით, ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკის ფაქტორები არ აქვს. სწრაფი მარტივი ტესტები იქნება. უკვე, რამდენადაც ვიცი 4 ათასი ტესტი მიღებულია და ყოველ კვირას ახალ-ახალ პარტიებს მიიღებენ, მაგრამ არ მოხდება ისე, რომ მოსახლეობას დაურიგდეს და ყველამ ეს ტესტირება ჩაიტაროს. ეს კონტრპროდუქტიული იქნება. ეს ტესტები ყველა არ არის კარგი ხარისხის. ზოგიერთ მათგანს შეიძლება 30%-ზე მეტი მგრძნობელობა არ ჰქონდეს და ჯობია, სულ არ გაიკეთო. სახელმწიფო შეარჩევს ამ მიღებული ტესტებიდან იმათ, რომ მგრძნობელობა სულ ცოტა 85% ან მეტი ექნება,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები