30 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ლეტალური შემთხვევები გვექნება, თუმცა დაავადდება რამდენიმე ასეული და არა ათასეული ადამიანი - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, თუმცა მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. 

"ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია," - ამბობს თენგიზ ცერცვაძეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პირადი პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს. 

დღის ამბები