30 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
თბილისში ელექტროენერგიის ვაუჩერები არ გაცემულა - კახა კალაძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერები გაიცა, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, ხელისუფლება შეეცდება მოსახლეობას დაეხმაროს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას," - განაცხადა კალაძემ. 

 

დღის ამბები