30 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
დაწესებულებების ხელმძღვანელობას, რომელთაც თანამშრომლების გადაადგილების პრობლემები აქვთ დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, თუ იმ დაწესებულებების თანამშრომლებს გადაადგილების პრობლემა შეექმნებათ, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა ნებადართული აქვთ, შეუძლიათ შესაბამისი საშვის მისაღებად მერიას მიმართონ. ამის შესახებ კახა კალაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

"პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა რომ დავრჩეთ სახლში. შესაბამისად, ზუსტად ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყველა სამუშაო პროცესი ძირითადად არის შეჩერებული, დარჩენილია მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე მუშაობენ სახელმწიფო უწყებები, სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.თუ ამ დაწესებულების თანამშრომლებს აქვთ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით, მათ ხელმძღვანელობას შეუძლია მიმართოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ჩვენ სპეციალური საშვებით ვუზრუნველყოფთ,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არსებობს ცხელი ხაზის ორი ვარიანტი, ერთი თბილისის მერიის ცხელი ხაზი და მეორე საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი ცხელი ხაზი - 144.

დღის ამბები