30 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ამ დროისთვის, ქვეყანაში 21 გამოჯანმრთელებული პაციენტია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ სამედიცინო დაწესებულებაში 33 პაციენტი გადის მკურნალობას, რომელთაგან 2 დღეს, დღის მეორე ნახევარში დაემატა. 

"ჩვენს ცენტრს დღის მეორე ნახევარში დაემატა 2 პაციენტი, დადასტურებული. ეს, ჩვენს ცენტრში დადასტურებული არ არის. არსებული კონტაქტების გამოკვლევისას 2 პაციენტს კიდევ დაუდასტურდა და ეს 2 პაციენტი გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. ამ ეტაპზე, უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. 18 გაჯანმრთელებულია,  ჩვენგან გაწერილი. ჯერჯერობით, არ შეგვმატებია, ჩატარდება კიდევ ტესტირება და იმედი მაქვს, შეგვემატება გაჯანმრთელებული. ქვეყანაში 21 გაჯანმრთელებული პაციენტია,"- განაცხადა ეზუფბაიამ.

დღის ამბები