30 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ექიმს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ შეხვდა კორონავირუსი აქვს

მოსკოვის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს- ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

ინფიცირების შესახებ მთავარმა ექიმმა დენის პოცენკომ "ფეისბუქზე" თავად დაწერა. მისი თქმით, საკუთარ კაბინეტშია იზოლირებული და თავს კარგად გრძნობს. 

გასულ კვირას კლინიკას ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა. ის პროცენკოს შეხვდა და მედპერსონალს გაესაუბრა. 

პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ყველაფერი წესრიგშია და ვლადიმერ პუტინს ტესტირებას კორონავირუსზე რეგულარულად უტარებენ.

დღის ამბები