30 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომის მქონე 23 პირია მოთავსებული

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომის მქონე 23 პირია მოთავსებული. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე ადასტურებს.

"ვადასტურებ, რომ 23 პაციენტი გვყავს, მაგრამ მათგან ვირუსის საეჭვო სიმპტომებზე მხოლოდ 7-ის გამოკვლევა მოხდება და პასუხები გვეცოდინება საღამოს ან გვიან ღამით, პაციენტთა მოსვლა იმას უკავშირდება, რომ კლინიკა გამოაცხადეს ცხელების ცენტრად. ადამიანები მოდიან 37 გრადუსი ტემპერატურით და მათ ვიღებთ, მაგრამ დღეს გვაქვს მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა"-განაცხადა ციური აბულაძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საეჭვო სიმპტომებით 5 პირი საკარანტინო ზონიდან, 2 კი, სარფის საბაჟოს გადმოკვეთის შემდეგ მიიყვანეს. დანარჩენი 16 პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სამედიცინო დაწესებულებას ტემპერატურის მატების გამო მიმართეს.

დღის ამბები