30 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კორონავირუსის გამო გადაიდო - ტოივო კლაარმა განცხადების ტექსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კორონავირუსის გამო გადაიდო - ამის შესახებ განცხადების ტექსტი ტოივო კლაარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება COVID-19-ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღეს.

"თანათავმჯდომარეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან და ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეები ყურადღებით დააკვირდებიან COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და დისკუსიების 51-ე რაუნდის შესაბამის დროს ორგანიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავენ.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა ჩატარებულიყო.

დღის ამბები