აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები გადაამზადდა და სრულად აღჭურვა - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
"იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით.
მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს", – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.