ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად - არსებულ და ახალ კლიენტებს, ბანკი ვიდეოიდენტიფიკაციის სერვისს სთავაზობს. სერვისით ქართველ ემიგრანტებსაც შეუძლიათ დისტანციურად ისარგებლონ და გახსნან ანგარიში.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქტიური პასპორტისა ან ID ბარათით, ემიგრანტები და ასევე, ბანკის კლიენტები, ონლაინ გახსნიან ანგარიშს და დაირეგისტრირებენ სასურველ პროდუქტებს.
"მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა.
საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს:
მომსახურებები, რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო - პროკრედიტ ბანკში უკვე დისტანციურად სრულდება.
ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლელებია ანგარიშის გახსნა და ამ პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, დისტანცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისთვის. აქტიური პასპორტისა ან ID ბარათით, ისინი ონლაინ გახსნიან ანგარიშს და დაირეგისტრირებენ სასურველ პროდუქტებს.
ამ უკონკურენტო შესაძლებლობებს არსებულ და ახალ კლიენტებს, ბანკი ვიდეო იდენტფიიკაციის სერვისით სთავაზობს.
ვიდეო იდენტიფიკაცია ბანკის ონლაინ ფილიალთან ვიდეო კავშირით იდენტიფიკაციის პროცესის გავლას და საჭირო საბანკო მომსახურების მიღებას გულისხმობს.
ვიდეო ზარის წამოსაწყებად რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო:
https://www.youtube.com/watch?v=2KWj4GFdUhU&feature=youtu.be"- ნათქვამია განცხადებაში.