30 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
COVID-19-ით აშშ-ში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - პაატა იმნაძე

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა უცხოეთში კორონავირუსის დიაგნოზით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. 

"საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა, ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა. 64 წლის მამაკაცია გარდაცვლილი. აქ კოვიდის გარდა იყო სხვა თანმხლები დაავადებებიც," - განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დღის ამბები