TBC ბანკი კორონავირუსის 10 000 სწრაფ ტესტს უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება ბანკის facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "თი-ბი-სი" ბანკმა 10 ათასი სწრაფი ტესტი, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის "თი-ბი-სი შენთვის" ფარგლებში შეიძინა.
"თიბისიმ, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
ტესტები უახლოეს დღეებში იქნება საქართველოში და ჩამოსვლისთანავე გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს," - აღნიშნულია განცხადებაში.