30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
გორის ცენტრალურ შესასვლელთან ბლოკ-პოსტზე შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული

ბლოკ-საგუშაგოები მოეწყო გორის ცენტრალურ შესასვლელ-გასასვლელებშიც. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი შევიწროვებულია, თუმცა გადაადგილება თავისუფალია.

სამართალდამცველები მანქანაში მხოლოდ მგზავრთა რაოდენობას აკონტროლებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

დღის ამბები