გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ბრძანება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გასცა.
რაიონებს შორის პოლიციის კორდონი გუშინ საღამოს 9 საათიდან განთავსდა. ოკუპირებულმა რეჟიმმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს კორონავიურუსი დაუდასტურდა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.