ზუსტად დილის რვა საათიდან (08:00) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. იზღუდება ფაქტობრივად ყველაფერი: გადაადგილება, ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტების მუშაობის საათები.
კარანტინს ემატება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ნებისმიერ დროს იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, სოციალური დისტანცია 2 მეტრი ხდება. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ჩერდება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.
მსუბუქ ავტომობილებში დასაშვებია მხოლოდ სამი ადამიანის მგზავრობა.