ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ონლაინ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ამასთან, ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ - ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დამატებით 700 მილიონ ევროს მიიღებენ.
ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად, 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.