30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
თბილისის მერიის წარმომადგენლები ქალაქში მანქანით მოძრაობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ დაიცვან რეკომენდაციები

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. ისინი ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. 

"ძვირფასო მოქალაქეებო! კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში!"- ასე მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

დღის ამბები