მეორე დღეა, რაც ფოთის ორივე შესასვლელთან ე.წ საპოლიციო ბლოკპოსტია მოწყობილი. ქალაქის ყველა შემომავალი და გასავალი გზები მკაცრად კონტროლდება.შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქის მაშტაბით.
შეზღუდვები დაწესდა მსუბუქი ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვისაც, ერთ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის გადაადგილება აკრძალულია. საპოლიციო ბლოკ-პოსტებზე მკაცრად კონტროლდება დაწესებული შეზღუდვები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რადგანაც ფოთი არის ტრანზიტული ტვირთების გამტარებელი ქალაქი, ახალი რეგულაციები საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შემოიღეს.
ქალაქის შემოსასვლელში განთავსებული ბლოკპოსტი დღეს დილით ფოთის მერმა მოინახულა.