30 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 ახალი პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 ახალი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ პასუხები რამდენიმე საათის წინ მიიღო. კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 46 პაციენტი იმყოფება, მათგან 14-ის პასუხს კიდევ ელოდებიან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მას კორონავირუსი არ აქვს - 80 წელს გადაცილებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნული პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადაიყვანეს. 

"ჯერჯერობით გატესტილი COVID ინფიცირებული არ გვყავს. გუშინ 7 ტესტი გაკეთდა და ყველა ნეგატიური იყო. დღეს კი ტესტირების პასუხს 17 პაციენტი ელოდება. მათგან 2 პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. ამ შემთხვევაში წამყვანი გულმკერდის ტკივილი იყო და მათ მდგომარეობას ჩვენი კარდიოლოგები სწავლობენ. 

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა მძიმე პაციენტია. ჯერჯერობით ტემპით, რომლითაც ვმუშაობთ, ამას თავს ვართმევთ," - განაცხადა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა  დირექტორმა ლევან გოფოძემ

დღის ამბები