ჯგუფ "რამშტაინის" სოლისტს ტილ ლინდემანს COVID-19 დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ტელეგრაფი" ავრცელებს.
სოლისტი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
57 წლის შემსრულებელი წინა კვირაში რუსეთში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას ახალი ვირუსი დაუდგინეს, შემდეგ კი პნევმონიის დიაგნოზიც დაუსვეს.